"ნიკორას" სახელს უკავშირდება საქართველოში ნახევარფაბრიკატების ორგანიზებული სახით წარმოების დაწყება და, რაღა თქმა უნდა, ყველაზე ფართო ასორტიმენტიც.

2003 წელს “მზარეულის” სავაჭრო ნიშნით გახსნილმა საამქრომ 18 დასახელების გაყინული პროდუქცია გამოუშვა, დღეისთვის კი ასორტიმენტი უკვე 50-ს აჭარბებს.

“მზარეულის” ნაწარმზე არსებულ მოთხოვნილებას, უპირველეს ყოვლისა, პროდუქტის გამორჩეული გემო და სახლის პირობებში სწრაფი მომზადების შესაძლებლობა განაპირობებს.

ბრენდის ასორტიმენტში წარმოდგენილია როგორც ტრადიციული ქართული, ასევე ყველასათვის ცნობილი რუსული და ევროპული რეცეპტურით დამზადებული კერძები.

„მზარეულის“ ნაწარმში მაქსიმალურადაა შენარჩუნებული ნედლი პროდუქტისთვის დამახასიათებელი  საგემოვნო თვისებები და ვიტამინები, რაც  მშრალი ყინვის უნიკალური ტექნოლოგიის გამოყენების შედეგია.

 “მზარეულის” პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც “ნიკორას” საფირმო მაღაზიებში, ასევე ქალაქის სუპერმარკეტებსა და საცალო ვაჭრობის სხვა ობიექტებში.

"მზარეული” დაგიზოგავთ დროს!

 

< უკან

 
 
კვირის რეცეპტები
ინგრედიენტები:
ინგრედიენტები:
ინგრედიენტები:
 
 
Created By: Pro-Service Copyright © 2014 NIKORA Productions. All Rights Reserved.