რეცეპტები
ბულგარული წიწაკა სატენით

\

მასალად საჭიროა:
ბულგარული წიწაკა - 1.5 კგ.
ოხრახუში - 1 ჩაის ჭიქა.
სტაფილო - 300 გრ.
პომიდვრის წვენი - 1 კგ.
ხახვი - 200 გრ.
მარილი - გემოვნებით.

მომზადების წესი:
სტაფილო მოვხარშოთ და დავჭრათ წვრილად. მოვშუშოთ წვრილად დაჭრილ ხახვსა და ოხრახუშთან ერთად, დავუმატო მარილი. ეს სატენი მოვათავსოთ წინასწარ გულგამოცლილ წიწაკებში და ჩავაწყოთ ქვაბში, მოვაყაროთ მარილი, დავასხათ რამდენიმე კოვზი ზეთი, 1კგ. ახალი პომიდვრის წვენი ან წყალში არეული ტომატი. ვხარშოთ მომზადებამდე. ფრთხილად ამოვალაგოთ ლანგარზე და ზემოდან მოვასხათ ქვაბში დარჩენილი წვენი. სუფრაზე მივიტანოთ ცივად.

უკან
Created By: Pro-Service Copyright © 2014 NIKORA Productions. All Rights Reserved.