რეცეპტები
სალათი "პიკანტური"


მასალად საჭიროა:

დაკონსერვებული მწვანე ლობიო - 1 ქილა.
დაკონსერვებული სიმინდი - 1 ქილა.
პომიდორი - 2 ცალი.
მწვანე და წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი.
მწვანე ხახვი.
მოხარშული ძეხვი "პაპრიკით" - 200გრ.
ლიმნის წვენი - 6 ს.კ.
ზეითუნის ძეთი - 6 ს.კ.
მოხარშული ბრინჯი - 300გრ.
მარილი, მწვანილი - გემოვნებით.

მომზადები წესი:
ლობიოსა და სიმინდის წვენი გადაწურეთ, პომიდორს გადაავლეთ მდუღარე წყალი, გააცალეთ კანი და დაჭერით კუბიკებად. ბულგარული წიწაკა დაჭერით რომბებად, ხახვი ალყა-ალყა, მოხარშული ძეხვი "პაპრიკით" - თხელ ნაჭრებად.
სოუსის მოსამზადებლად ლიმნის წვენი შეაზავეთ ზეითუნის ზეთით, მარილითა და წიწაკით.
დაჭრილი ინგრედიენტები აურიეთ მოხარშულ ბრინჯთან ერთად. გაანაწილეთ თეფშზე, მოასხით სოუსი, გააფორმეთ მწვანილით და გემრიელად მიირთვით.

უკან
Created By: Pro-Service Copyright © 2013 NIKORA Productions. All Rights Reserved.